ვლადიმირ ზელენსკი გერმანიასა და საფრანგეთს ეწვევა

17 ივნისს უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი საფრანგეთს ეწვევა, ხოლო 18 ივნისს -გერმანიას. ინფორმაცია სახელმწიფო მეთაურის ვებგვერდზე დავრცელდა.

ვიზიტის პროგრამა ითვალისწინებს ზელენსკის შეხვედრებს ქვეყნის ხელმძღვანელობასთან, პარლამენტარებთან და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან.

13 ივნისს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა პაველ კლიმკინმა TSN- თან ინტერვიუში ვლადიმირ ზელენსკის დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ისაუბრა.
“დღის წესრიგი არ იქნება მხოლოდ გაცნობა, მხოლოდ იდეების, აზრების გაცვლა, ეს ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს ეხება. ჩვენი ტაქტიკა ოკუპირებულ დონბასთან დაკავშირებით, ჩვენი შვილების, პოლიტპატიმრებისა და მსჯავრდებულთა გათავისუფლებაზეა დამოკიდებული “, – განაცხადა კლიმკინმა.
საფრანგეთში ვლადიმირ ზელენსკი ფრანგმა კოლეგამ, ემანუელ მაკრონმა მიიწვია.
გარდა ამისა, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვლადიმირ ზელენკი ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია. თუმცა, ჯერჯერობით აშშ-ში ვიზიტი არ იგეგმება.
ვლადიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტის თანამდებობაზე პირველი ოფიციალური ვიზიტით 5 ივნისს, ბრიუსელს ეწვია, სადაც ის ევროკავშირისა და ნატო-ს მაღალჩინოსნებს შეხვდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...