ვლადიმირ ზელენსკი: ჩემთვის ყირიმი ყოველთვის იყო და რჩება უკრაინის ნაწილად

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ ანექსირებული ყირიმი უკრაინას მალე დაუბრუნდება. ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა გერმანულ გამოცემა Das Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.

“ყირიმი უკრაინას ეკუთვნის. ვიმედოვნებთ, რომ ის მალე უკრაინას დაუბრუნდება, ძალიან მიყვარს ყირიმი, ბევრჯერ ვარ ნამყოფი. ეს უნიკალური ადგილია უკრაინაში თავისი ბუნებითა და ისტორიით, ჩემთვის ყირიმი ყოველთვის იყო და რჩება უკრაინის ნაწილად” – განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, 2014 წლის 16 მარტს რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულზე რეფერენდუმი ჩაატარა, რომელსაც ოფიციალური კიევი და საერთაშორისო საზოგადოება არალეგიტიმურად მიიჩნევს. უკრაინა ყირიმის ანექსიას არ აღიარებს, ისევე როგორც დასავლეთის ბევრი ქვეყანა. აღსანიშნავია, რომ ყირიმის ანექსიის გამო, რუსეთის წინააღმდეგ პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციები არაერთხელ დაწესდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად