ვლადიმირ ზელენსკი: ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილთან თანამშრომლობას არ ვფიქრობ

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ამ ეტაპზე თანამშრომლობას გამორიცხავს. ამის შესახებ მან ბრიუსელში “ქრონიკის” ჟურნალისტს განუცხადა.

“მიხეილ სააკაშვილი კიევშია. მე მას პასპორტი მივეცი. რაც შეეხება თანამშრომლობას, ახლა არა. ამ ეტაპზე არ ვფიქრობ. კანონმდებლობის გამო არ ვფიქრობ”,-აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

საქართველოს მთავრობის მეთაური მამუკა ბახტაძე და უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ბრიუსელში იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...