ვლადიმირ ვაისი: შევთანხმდით, ნაკრებში კიდევ ორი წელი ვიმუშავებ

ვლადიმირ ვაისის საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე კიდევ ორი წლით იმუშავებს.

ამის შესახებ განცხადება დღეს სლოვაკმა სპეციალისტმა კვიპროსთან ამხანაგური მატჩის წინა პრესკონფერენციაზე გააკეთა

„ჩვენ მოვილაპარაკეთ და შევთანხმდით. გადავწყვიტე, კიდევ ორი წელი ვიმუშავებ ნაკრებში“, – განაცხადა ვლადიმირ ვაისმა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესატაშის, ოთარ გიორგაძის განმარტებით, ვაისის კონტრაქტთან დაკავშირებით მეტ დეტალს სფფ მედიას უახლოეს ხანებში მიაწვდის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად