ვლადიმირ ვაისი: სამწუხაროდ, დავმარცხდით, მაგრამ ჯგუფში ჯერ ყველაფერი წინ არის

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ,დუბლინის ავიბა არენაზე, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე წრეში ირლანდიის ნაკრებთან  1 : 0 დამარცხდა. ქართველმა ფეხბურთელებმა მიდინარე ციკლში ორიდან ორი შეხვედრა წააგეს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ჩვენმა ნაკრებმა თბილისში შვეიცარიელებთან 0 : 2 წააგო.

დღემდე საქართველოს ნაკრებს ირლანდიელებტან 9 თამაშში 8 წაგება და ერთი ფრე ჰქონდათ ნათამაშები. სამწუხაროდ, ტრადიცია გაგრძელდა და კვლავ დავმარცხდით.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მიუხედავად კარგი თამაშისა, საქართველოს ნაკრები დამარცხდა…

“პირველ რიგში ვულოცავ ირლანდიის ნაკრებს. ჩვენ მატჩის დასაწყისი ძალიან მაღალ ტემპში ვითამაშეთ და ამის შენარჩუნება გაგვიჭირდა. თამაში სტანდარტებით წავაგეთ, მიუხედავად ჩემი მცდელობებისა, კვლავ შეცდომა დავუშვით – კედელი არასწორად დავაყენეთ და ჯარიმიდან გოლი გავუშვით.

მეორე ტაიმში თამაში გამოვასწორეთ. ცვლილებებმაც გარკვეული როლი ითამაშა, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ და სამწუხაროდ, დავმარცხდით.

ჯგუფში ყველაფერი წინ არის. ირლანდიის ნაკრები ლიდერია შვეიცარიასთან ერთად. მათი ფეხბურთელები გაცილებით უკეთეს გუნდებში და ლიგებში თამაშობენ. ჩვენ, ფაქტობრივად, ახალგაზრდა ფეხბურთელებით ვთამაშობთ და გუნდი ახლა ყალიბდება. ვცდილობთ შეცდომები გავითვალისწონოთ, გამოვასწოროთ და უკეთსი გუნდი ჩამოვაყალიბოთ.

რა თქმა უნდა ჩმეთვისაც სამწუხაროა, რომ ჩაკვეტაძე ტრავმირებულია. სხვა შემტევი მოთამაშეებიც არ არიან მწყობრში… ქვილითაია ახლა იბრუნებს ფორმას… არველაძეს მივეცი შანსი და იმედი მაქვს, რომ გამოცდილების დაგროვებასთან ერთად თამაშს მოუმატებს. რამდენიმე ფეხბურთელი გუნდის გარეშეა და უთამაშებლობა ეტყობა.

მე იმედი მაქვს, რომ პრობლემები დასრულდება და თამაშსაც გამოვასწორებთ” – განაცხადა პრესკონფერენციაზე ვლადიმირ ვაისმა.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...