A1 ბანერი

ვლადიმირ ვაისი: ყურადღებით უნდა ვითამაშოთ დაცვაში, მაგრამ გოლი აუცილებლად უნდა გავიტანოთ!

ირალნდიასთან მატჩის წინ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა. მედიასთან შეხვედრას მწვრთნელთან ერთად ნაკრების ფეხბურთელი ვაკო გვილია დაესწრო.
ხვალ, 26 მარტს, ევრო 2020 ის შესარჩევი ტურნირის მეორე ტურის მატჩში, დუბლინის “ავივა” არენაზე, ერთმანეთს საქართველოს და ირლანდიის ფეხბურთელთა ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

ვლადიმერ ვაისმა ქართველი და ირლანდიელი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

“თითოეული თამაში ირლანდიასთან რთულია და ისტორიაც ამას მეტყველებს. ვეცდებით, რომ ცვლილებები განვახორციელოთ, შვეიცარიასთან წაგებული მატჩის შემდეგ.

დარწმუნებუი ვარ, ხვალაც საკმაოდ რთული თამაში გველის. დიდებული სტადიონია და ირლანდიელებს ძალიან კარგი გულშემატკივრები ჰყავთ. მათთან 3-ჯერ ვითამაშე და სამწუხაროდ დღემდე არცერთი თამაში არ მომიგია. შვეიცარიელთა მწვრთნელს დიდ პატივს ვცემ და ჩემი მეგობარია. თამაშის განმავლობაში მუდმივად ცვლიდა ტაქტიკას, რამდენჯერმე მათი ნაკრები გადაეწყო და გაგვიჭირდა გამკლავება. ხვალ ვეცდებით გულშემატკივარს სხვა თამაში შევთავაზოთ.

ჩვენ მომავალ წელს ძალიან კარგი შანსი გვექნება, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდეთ, მაგრამ ამ ტურნირშიც უნდა ვეცადოთ, რომ კარგი ტამაში ვაჩვენოთ და ვიბრძოლოთ.

შვეიცარიის ნაკრები ჯგუფის ფავორიტია და რთული მეტოქე… ხვალ ვეცდებით სხვაგვარად ვითამაშოთ და გოლიც უნდა გავიტანოთ აუცილებლად.

ჩვენ კარგად ვიცნობთ ირლანდიის ნაკრებს. მათთან თამაში მარტივი არ არის. ყველანაირად უნდა ვუფრთხილდეთ სტანდარტულ სიტუაციებს, ყურადღებით უნდა ვითამაშოთ დაცვაში, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, გოლი უნდა გავიტანოთ…

გვყავს ნავალოვსკი, ხარაბაძრე, შესაძლებელია 3 მცველით თამაში… ვნახავთ ვარჯიშზე, დავ იმის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. მოწინააღმდეგე ძალიან კარგია შეტევის დროს, ფლანგებზე და მეორე სართულზე. ამ გამოწვევებს უნდა გავუმკლავდეთ.

შვეიცარიასთან გადავწყვიტე, რომ დაცვის ცენტრში ითამაშებდნენ კაშია და ხოჭოლავა. ეს გადაწყვეტილება მე მივიღე, როგორც მთავარმა მწვრთნელმა და ეს ჩემი პრეროგატივაა.

ოქრიაშვილი და ნავალოვსკი იქნებიან განაცხადში. მართალია მათ სათამაშო გამოცდილება არ აქვთ ამ დროისთვის, მაგრამ ჩვენთან არიან და ვნახოთ… მერებაშვილიც განაცხადშია, მას ტრავმა ჰქონდა, მაგრამ დღეს გუნდთან ერთადაა” განუცხადა ჟურნალისტებს ვლადიმირ ვაისმა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...