ვლადიმირ ვაისი ხვიჩა კვარაცხელიას „დორტმუნდში“ შესაძლო ტრანსფერზე: იქ სათამაშოდ 100%-ით მზადაა

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით დორტმუნდის “ბორუსია” ხვიჩა კვარაცხელიათი დაინტერესდა. მედიის ცნობით, გერმანული კლუბი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის ტრანსფერს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გეგმავს.

აღნიშნულ საკითხზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კომენტარი championat-თან გააკეთა:

“კარგი ფეხბურთელები ყველაფრისთვის მზად არიან, ხვიჩა კი ძალიან კარგი ფეხბურთელია. თუ “დორტმუნდში” მისი ტრანსფერი განხორციელდა, ეს შესანიშნავი იქნება. მისთვის ეს ჩინებული იქნება. ჩემი აზრით, ხვიჩა იქ სათამაშოდ 100%-ით მზადაა.

ხვიჩა ძალიან კარგი ბიჭია, ვარჯიშებზე ძალიან ყურადღებიანია. ახლა ის რუსეთის საუკეთესო მწვრთნელისა და ჩემი კარგი მეგობრის, ლეონიდ სლუცკის ხელშია. კვარაცხელია კლუბში კარგ ხელშია.

არაჩვეულებრივი ტალანტის მქონეა. დიახ, მას უყვარს ბურთის დაჭერა, მაგრამ ტაქტიკის სწავლის გაგრძელება და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების გათავისება სჭირდება. ღმერთის წყალობით იმის უნარი აქვს, რომ თამაშების ბედი მარტომ გადაწყვიტოს”, – განუცხადა ვაისმა championat-ს.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად