ვლადიმირ ვაისი: ხოჭოლავა-კაშიას თამაში შვეიცარიასთან მე გადავწყვიტე და ეს მთავარი მწვრთნელის პრეროგატივაა

ირალნდიასთან მატჩის წინ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა.

“ჩვენ კარგად ვიცნობთ ირლანდიის ნაკრებს. მათთან თამაში მარტივი არ არის. ყველანაირად უნდა ვუფრთხილდეთ სტანდარტულ სიტუაციებს, ყურადღებით უნდა ვითამაშოთ დაცვაში, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, გოლი უნდა გავიტანოთ…

გვყავს ნავალოვსკი, ხარაბაძრე, შესაძლებელია 3 მცველით თამაში… ვნახავთ ვარჯიშზე, დავ იმის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. მოწინააღმდეგე ძალიან კარგია შეტევის დროს, ფლანგებზე და მეორე სართულზე. ამ გამოწვევებს უნდა გავუმკლავდეთ”.

კვირკველიას თამაშთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე ვაისმა განაცხადა, რომ შვეიცარისთან მატჩში მან გადავწყვიტა, დაცვის ცენტრში კაშიას და ხოჭოლავას თამაში – “ეს გადაწყვეტილება მე მივიღე, როგორც მთავარმა მწვრთნელმა და ეს ჩემი პრეროგატივაა.

ოქრიაშვილი და ნავალოვსკი იქნებიან განაცხადში. მართალია მათ სათამაშო გამოცდილება არ აქვთ ამ დროისთვის, მაგრამ ჩვენთან არიან და ვნახოთ… მერებაშვილიც განაცხადშია, მას ტრავმა ჰქონდა, მაგრამ დღეს გუნდთან ერთადაა” განუცხადა ჟურნალისტებს ვლადიმირ ვაისმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...