ვლადიმირ ვაისი: ჩვენი მთავარი მეტოქე კორონავირუსია

ჩვენი მთავარი მეტოქე კორონავირუსია, – ეს განცხადება საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლაიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, კორონავირუსის გამო პრობლემები ორივე გუნდშია.

”სამწუხაროდ, კორონავირუსით ინფიცირების გამო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კვარაცხელია და შენგელია ვერ დაეხმარებიან, მაგრამ ჩვენ გვყავს ოქრიაშვილი და სხვა ძლიერი ფეხბურთელები. მახსოვს მკითხეთ ფინალში რომელი მეტოქე მსურდა და მე გითხარით, რომ ჩვენი მთავარი მეტოქე კორონავირუსია. დღესაც ასეა. ორივე გუნდში პრობლემებია კოვიდის გამო, თუმცა ჩვენ გვყავს სხვა ფეხბურთელები, მათ შორის ოქრიაშვილი და სხვები”, – განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

მანვე კვარაცხელიას პოტენციურ შემცვლელებზეც ისაუბრა და თქვა:

„ვფიქრობთ იმ ფეხბურთელებზე, რომლებმაც შეიძლება გაძლიერონ შეტევის ხაზი. გიორგი პაპუნაშვილი ორი წლის წინ ძალიან კარგ ფორმაში იყო, სანამ ტრავმას მიიღებდა. ახლა კარგ კლუბში თამაშის მიუხედავად, ლიმიტირებული სათამაშო დრო აქვს. ის კონკრეტული ეპიზოდის ფეხბურთელია და უახლოეს სამ თამაშში მის რესუსრს აუცილებლად გამოვიყენებთ. გუნდში არიან სხვა შემტევებიც, მაგალითად დებიუტანტი მიქელთაძე, ფორვარდის პოზიციაზე კაჭარავა და ვეცდებით საუკეთესო გამოსავალი მოვძებნოთ”, – განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, ხვალ 21:00-ზე საქართველოს ნაკრები “დინამო არენაზე” ფლეი ოფის ფინალურ მატჩში მაკედონიას უმასპინძლებს. გამარჯვებული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად