ვლადიმირ პუტინისა და ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვედრამ 5 საათს გასტანა

სოჭში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვედრა დასრულდა. შეხვედრამ 5 საათს გასტანა.

შეხვედრა ორივე მხარის დელეგაციების თანხლებით მოხდა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერებმა პირისპირ გადაწყვიტეს საუბარი. მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სოჭში გამართულ მოლაპარაკებებზე ორი ქვეყნის ლიდერები ინტეგრაციის გაღრმავების შესახებ ისაუბრებდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მისი ვიზიტის მიზანი მოკავშირე სახელმწიფოს შესახებ შეთანხმების ანალიზი იყო. ბელარუსის ლიდერის თქმით, მინსკს მხოლოდ თანაბარი პირობები ესაჭიროება. ლუკაშენკომ აგრეთვე აღნიშნა, რომ რუსეთთან ბელარუსის ინტეგრაციის შემთხვევაში, ბელარუსს აღარ დასჭირდება იაფფასიანი გაზი და ნავთობი, ვინაიდან იგი რუსეთისგან გაზს ბარელზე 200 აშშ დოლარად, ხოლო ნავთობს – 63 აშშ დოლარად შეისყიდის.

რუსეთისა და ბელარუსის ლიდერების შეხვედრის დღეს, მინსკში არასანქცირებული საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებიც მოსკოვთან ინტეგრაციის გაღრმავების წინააღმდეგი იყვნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად