ვლადიმერ ჟირინოვსკი: “თუ დივერსიებს მოაწყობთ, სააკაშვილის ჩაცხრილვით დავიწყებთ”

რუსმა პოლიტიკოსმა, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ ტელეკომპანია "დოჟდ"-ში სტუმრობისას რამდენიმე სკანდალური განცხადებები გააკეთა.

კერძოდ, ჟირინოვსკიმ რუსეთის ხელისუფლებას კიევის დაბომბვისკენ მოუწოდა. ასევე, დაპატიმრებული უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს დახვრეტა მოისურვა.

"ყველაფერს სწორად აკეთებდა საბჭოთა მთავრობა, რუსი მეფეც ყველაფერს სწორად აკეთებდა. დღესაც ქვეყანა ყველაფერს სწორად აკეთებს – დონბასს დაბომბავთ? კიევს დავბომბავთ. დივერსიებს მოაწყობთ? ჩვენ ყველა თქვენს გუბერნატორს ჩავცხრილავთ, სააკაშვილით დავიწყებთ. მაშინ მათ შეეშინდებათ, მაშინ სხვა ვითარება იქნება ევროპაში და უკრაინაშიც. აბა, შოიგუ, მოიყვანეთ სარაკეტო დანაყოფები სრულ მზადყოფნაში და დაუმიზნეთ ბერლინს, ბრიუსელს, ლონდონს და ვაშინგტონს",-განაცხადა ჟირინოვსკიმ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორად რამდენიმე დღის წინ დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...