ვლადიმერ პუტინმა პეტრო პოროშენკოს დამდეგი ახალი წელი არ მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავის უკრაინელ კოლეგა, პეტრო პოროშენკოს დამდეგი ახალი წელი არ მიულოცა. კრემლის ვებგვერდზე პუტინის მილოცვა ვრცელდება, თუმცა ქვეყნების ჩამონათვალში უკრაინა არ არის.

რუსეთის პირველმა პირმა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს, სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს, ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს, ყაზახეთის პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს, ყირგიზეთის პრეზიდენტს ალმაზბეკ ატამბაევს, მოლდოვის პრეზიდენტს იგორ დოდონს, ტაჯიკეთის პრეზიდენტს ემომალი რახმონს, ასევე თურქმენეთის, უზბეკეთისა და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ პრეზიდენტს ლეონიდ თიბილოვს ახალი წელი მიულოცა.

მისალოც სიაში უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო არ ფიგულირებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...