ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპი მოსკოვში მიიწვია

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის იური უშაკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოსკოვში დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიიწვია. ინფორმაციას სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

“ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მოვიწვიეთ, რათა 9 მაისს, დიდ სამამულო ომში გამარჯვებასთან დაკავშირებით, 75 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გვეწვიოს”, – განაცხადა იური უშაკოვმა.

ვლადიმერ პუტინის თანაშემწის თქმით, დონალდ ტრამპს შეთავაზებაზე პოზიტიური რეაგირება ჰქონდა.

“აშშ-ს პრეზიდენტს ძალიან პოზიტიურად რეაქცია ჰქონდა”, – განაცხადა უშაკოვმა.

დღეს, იაპონიის ქალაქ ოსაკაში გამართული შეხვედრის დროს ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი შეთანხმდნენ, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება ორივე ქვეყნისა და მთელი მსოფლიო თანამეგობრობის ინტერესებში შედის.

შეხვედრაზე, რომელიც დაახლოებით 1,5 საათი გაგრძელდა, სახელმწიფოს მეთაურებმა ირანის, სირიის, ვენესუელისა და უკრაინის გარშემო არსებული ვითარება განიხილეს.

განხილვის კიდევ ერთი თემა იარაღის კონტროლის საკითხი იყო. პუტინი და ტრამპი შეთანხმდნენ, რომ მხარეები ამ თემას განიხილავენ. ამავდროულად, აშშ იმედოვნებს, რომ ჩინეთი მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს.

პუტინმა და ტრამპმა პირველად პირისპირ გასული წლის ივლისში ისაუბრეს, როდესაც ორი ქვეყნის პრეზიდენტები ფინეთის დედაქალაქში ერთმანეთს შეხვდნენ. საუბრის დაწყებამდე ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პუტინთან საუბარი მისთვის დიდი პატივი იყო. “ჩვენ ბევრი საკითხი გვაქვს განსახილველი, მათ შორის სავაჭრო და განიარაღების საკითხები”, – განაცხადა მან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...