ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთის ფლოტი სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთის ფლოტი სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა,-ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. 

როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ აღნიშნა, საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებაში მონაწილეობას 38 000 სამხედრო მიიღებს. შემოწმებაში 3000-ზე მეტი სამხედრო ტექნიკა, 15 წყალქვეშა ნავი, 110 თვითფრინავი და 41 საზღვაო ხომალდი არის ჩართული.

პუტინის ბრძანება დილის 8.00 საათიდან ამოქმედდა. ჩრდილოეთის ფლოტის გარდა, შემოწმებაში მონაწილეობას დასავლეთის სამხედრო ოლქისა და საჰაერო ძალების წარმომადგენლები მიიღებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად