ვლადიმერ პუტინის ქონება: 1500 კვ.მ მიწა, 77 კვ.მ ბინა და 18 კვ.მ ავტოფარეხი

კრემლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის და სხვა მაღალჩინოსნების დეკლარაციები გამოქვეყნდა, რომლის თანახმად, პუტინის საკუთრებაში სულ სამი უძრავი ქონებაა: 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, 77 კვ.მ ბინა და 18 კვ.მ ავტოფარეხი. 

დეკლარაციის თანახმად ვლადიმერ პუტინი სარგებლობს სახელმწიფო უძრავი ქონებით – 153.7 კვ.მ ბინით და 18 კვ.მ ბინით. დეკლარაციის თანახმად, ვლადიმერ პუტინს 3 ავტომობილი ყავს – გაზ მ21, გაზ მ21-რ, ნივა და ერთი მისაბმელი.

მისი 2014 წლის დეკლარირებული შემოსავალი 7 654 042 რუბლია, რაც დაახლოებით 150 000 აშშ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა 2014 წელს პუტინზე მეტი შემოსავალი მიიღო – 170 000 აშშ დოლარამდე.

წყარო

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად