ვლადიმერ პუტინი: ტერორიზმის შეჩერება მხოლოდ გაერთიანებული ძალებითაა შესაძლებელი

ტერორისტული თავდასხმების შეჩერება და მიგრანტების დახმარება მხოლოდ გაერთიანებული ძალებითაა შესაძლებელი, – აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, BRICS-ის ქვეყნების (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა) არფორმალურ შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ანტალიაში, "დიდი ოცეულის" (G20) ქვეყნების შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.

"ჩვენ ყველამ ვნახეთ საშინელება, რაც პარიზში მოხდა. ჩვენ თანავუგრძნობთ დაზარალებულებს და ვირჩევთ ძალების გაერთიანებას, რათა ეფექტურად შევებრძოლოთ ტერორისტულ საფრთხეს. თავისთავად, ასეთ დროს, აუცილებელია მკაცრი მოქმედება და სხვა სახელმწიფოებთან გაერთიანება საერთაშრისო ნორმების ფარგლებსა და ყოველი სახელმწიფოს ინტერესების დაცვის ფარგლებში", – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

BRICS-თან დაკავშირებით, პუტინმა აღნიშნა, რომ "დიდი ოცეულის" სასაუბრო თემები, სწორედ ის თემებია, რომლებიც პრიორიტეტულია BRICS-ის ქვეყნებისთვის.

"ეს არის მსოფლიო ეკონომიკაზე ღია საუბარი, სავაჭრო ბრუნვაზე, სატრანსპორტო და ტექნოლოგიურ გაცვლებზე, გლობალური სავალუტო-საფინანსო სისტემის რეფორმირებაზე და აგრეთვე განვითარებადი ქვეყნების როლის მნიშვნელობაზე", – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

"დიდი ოცეული"-ს სამიტი, თურქეთში, ქალაქ ანტალიაში ხვალ დასრულდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად