ვლადიმერ პუტინი: რუსეთში გამართული აქციები საარჩევნო ციკლს უკავშირდება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავის ფრანგ კოლეგა, ემანუელ მაკრონთან შეხვედრაზე მოსკოვში გამართული აქციები სექტემბერში დაგეგმილ რეგიონულ არჩევნებთან დააკავშირა. ინფორმაციას Rbc ავრცელებს.

”ეს ყველაფერი საარჩევნო ციკლს უკავშირდება”, – განაცხადა პუტინმა.

არჩევნებზე ზოგიერთი კანდიდატების დაუშვებლობის შესახებ საკითხის კომენტირებისას, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშკარაა ის დარღვევები, რის გამოც მათ არჩევნებში მონაწილეობა არ შეუძლიათ.

”როგორც საარჩევნო კომისიის ექსპერტები ირწმუნებიან, აქ ხელმოწერები უბრალოდ გაყალბებულია. არსებობს დავების გადაწყვეტის იურიდიული გზა – სასამართლო პროცედურები”,- განმარტა პუტინმა.
როგორც პუტინმა განაცხადა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რუსეთში მოქალაქეებს მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ჩატარების უფლება აქვთ და ხელისუფლებამ ამ უფლების განხორციელება უნდა უზრუნველყოს.
”ივლისსა და აგვისტოში კანონიერი აქციები მშვიდობიანად და ექსცესების გარეშე ჩატარდა”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, რომელიც 20 ივლისსა და 10 აგვისტოს სახაროვის გამზირზე ჩატარებულ მიტინგებს გულისხმობდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...