ვლადიმერ პუტინი რომის პაპს შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იტალიას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ის ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს. გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრა რომის პაპ-ფრანცისკესთან. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

4 ივლისს, ვლადიმერ პუტინი იტალიას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. კრემლში აღნიშნავენ, რომ იმავე დღეს, დაგეგმილია შეხვედრა ქვეყნის პრეზიდენტ სერჯიო მატარელასა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჯუზეპე კონტესთან.

“პრეზიდენტი რომის პაპ ფრანცისკესთან შეხვედრის მიზნით ვატიკანსაც ეწვევა“,- განმარტავენ კრემლში.

დაგეგმილია, რომ მხარეები სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.
გარდა ამისა, პუტინი და კონტე სამოქალაქო საზოგადოება-რუსეთ-იტალიის ფორუმშიც მიიღებენ მონაწილეობას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...