ვლადიმერ პუტინი ყირიმში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის ყირიმის ნახევარკუნძულს ეწვია. აღნიშნულ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, პუტინი ყირიმის ნახევარკუნძულზე სახალხო ფრონტის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ ფორუმზე, სხვა საკითხებთან ერთად, ყირიმში ინფრასტრუქტურის განვითარებაზეც ისმჯელებენ. აღსანიშნავია, რომ პუტინი ყირიმში მიმდინარე წლის აგვისტოში იმყოფებოდა, ხოლო შემდეგ  რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების გამართვამდე.

შეგახსენებთ, ივლისის ბოლოს, ოკუპირებულ ყირიმს ფრანგი დეპუტატი ეწვია. ფრანგმა დეპუტატმა ტიერი მარიანმა, რომელიც ყირიმში დამდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა, დასავლეთის ქვეყნებს ნახევარკუნძულის რუსეთის ნაწილად აღიარებსკენ მოუწოდა. “სახელმწიფო საქმეები ასეთია,ყირიმი რუსეთს ეკუთვნის და ეს არ შეიცვლება”, – განაცხადა მან სევასტოპოლში სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარების შემდეგ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...