ვლადიმერ პუტინი: ყირიმში საწარმოები იხურება

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ყირიმში საწარმოების განადგურების საფრთხე არსებობს. აღნიშნულის შესახებ კრემლის ლიდერმა სანკტ-პეტერბურგში, მედიაფორუმზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კერძოდ, პუტინმა განაცხადა, რომ ყირიმში ძალიან  ბევრი საწარმო დაიხურა და მოსახლეობამ სამუშაო ადგილები დაკარგა.

ვლადიმერ პუტინის განმატებით, დაიხურა კომპანია "ყირიმის რძე", ღორის მწარმოებელი კომპანია "Veres"-ი კი დახურვის ზღვარზეა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ყირიმში წარმოების განადგურების საფრთხე, პუტინმა განაცხადა:

"ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ადგილობრივი წარმოების განვითარებას, თქვენ უნდა მიიღოთ რიგი საწარმოები – ყველა  სოფლის მეურნეობის სექტორს  ეკუთვნის. ძალიან მნიშვნელოვანია ყირიმის რესურსების განვითარება".

მისი თქმით,  ასობით მილიარდი რუბლი ძირითადად ინფრასტრუქტურის განვითარებისთვისაა გამოყოფილი.



 


 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...