ვლადიმერ პუტინი: ადამიანის უფლებები?! რომელი ადამიანის უფლებებზე გველაპარაკებიან, როცა გუნტანამოს ციხე ისევ მუშაობს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დასრულდა. მხარეებმა, შეხვედრის შემდეგ, სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს.

განცხადებაში მხარეები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია და ის არასოდეს უნდა დაიწყოს.

თუმცა, გავლენიანაი ამერიკული გამოცემების ანალიზით, პუტინმა ზუსტად ის მიიღო ამ შეხვედრისგან, რაც მას უნდოდა. პუტინმა თავის გამოსვლაში პირდაპირ განაცხადა, რომ ეს შეხვედრა ბაიდენს უნდოდა და ინიციატორი თავად იყო. კიბერუსაფრთხოების საკითხებთან ერთად, პუტინი ადამიანის უფლებებსაც შეეხო. მისი თქმით, ამერიკას ამ მხრივ თავად აქვს სერიოზული პრობლემები

“იცით ალბათ, რომ ჯო ბაიდენმა თვითონ შემომთაზა შეხვედრა, მისი თხოვნით შევხვდით. ძალიან გამოცდილი პიროვნებაა ბაიდენი, თუმცა იყო საკითხები, რომელზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა. თქვენ კარგად გესმით ალბათ ყველას, რომ რაც ჩვენს ქვეყნებში ხდება, პასუხისმგებლობას პირველი პირები იღებენ ყველაფერზე.

რაც შეეხება ადამიანების უფლებებს, გუანტანამო ს ციხე ამ დრომდე მუშაობს და არეფერს ემორჩიელბა, არც საერთაშორისო სტანდარტებს და არც ამერიკის კანონებს? ეს რა არის? ეს არის ადამინთა უფლებები? ეს არის რეალური პოლიტიკის პრაქტიკა და მეტი არაფერი.” – განაცხადა პუტინმა თავის გამოსვლაში.

“როგორც ჩანს, ვერცერთი მეგობრული სიტყვა ვერ დაარწმუნებს რუსეთის პრეზიდენტს იმაში, რომ გადაუხვიოს თავის პოლიტიკურ პროგრამას და დღის წესრიგს. არ აპირებს თავისი ფაქტობრივად დაუსჯელი პოლიტიკის შეცვლას არც სახლში და არც საზღვარგარეთ. რუსეთის შიდაპოლიტიკაზე საუბრისას, პუტინმა საკმაოდ უხეში ფორმით გასცა ჟურნალისტს პასუხი ამერიკის მორალურ მდგომარეობაზე” – წერს გამოცემა.

„მე ვუთხარი პუტინს, რომ ალექსეი ნავალნი ციხეში თუ დაიღუპება, რუსეთისთვის ამის შედეგი გამანადგურებელი იქნება. ეს ადრეც ვთქვი. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, როდესაც პუტინი ამბობს, რომ ეს მხოლოდ ნავალნის არ ეხება და ცდილობს, რაციონალური გახადოს ოპოზიციონერის მიმართ მოპყრობა და შემდეგ ნავალნი მოკვდება. მე ვუთხარი, რომ ეს ძალიან ბევრს ნიშნავს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა .

რაზეც პუტინმა უპასუხა, რომ ნავალნის თავად სურდა დისიდენტობა და ზუსტად ისე მოიქცა, როგორც მას სურდა, რომ მოქცეულიყო, მისი თქმით, ნავალნიმ ზუსტად იცოდა, რომ საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში მას დააკავებდნენ, მაგრამ მაინც ისე გააკეთა, როგორც მას სურდა.

როდესაც მას ადამიანის უფლებებზე დაუწყეს საუბარი, თავის პრესკონფერენციაზე ბაიდენს შეახსენა აფროამერიკელი პოლიციელის ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმე და კაპიტოლიუმში შეჭრა.

“გახსოვთ ალბათ, რაც მოხდა ამერიკაში აფროამერიკელი პოლიციელის მკვლელობასთან დაკავშირებით. მე ამის  ანალიზს არ დავიწყებ დ დეტალებში არ შევალ ახლა. თანავუგრძნობთ ამერიკას და ამერიკელ ხალს, მაგრამ არ გვინდა, რომ იგივე განმეორდეს ჩვენთან და ამას არ დავუშვებთ.

შეგახსენებთ ასევე კაპიტოლიუმში  შეჭრას. სადაც არაერთი ადამიანი დააკავეს და მათგან რამდენიმეს მიუსაჯეს 25 წელი, ერთი ადგილზევე დახვრიტეს, მიუხედავად იმისა, რომ ის იარაღს არ იყენებდა, თანავუგრძნობთ ამერიკელებს, მაგრამ არ გვინდა ამის გამეორება ჩვენთან.” – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

კომენტარები
იტვირთება...