ვლადიმერ პაპავა: „ეკონომიკური თვალსაზრისით, პრობლემა არ არის ეკონომიკურ ზრდაში – პირიქით, ზრდა პოზიტიურ სიგნალს იძლევა“

გულწრფელად გითხრათ, პირადად მე ამხელა ზრდას არ ველოდი, მაგრამ ეკონომიკური ზრდის ის რიცხვი, რომელიც დაფიქსირდა „საქსტატის“ მიერ, საკმაოდ მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა, პროფესორმა ლადო პაპავამ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანამ ისწავლა გარკვეული რეგულაციებით ცხოვრება და ამ პირობებში მოხდა ის, რომ თუ 2020 წელს მთავრობა იყო ფრთხილი და ეკონომიკის სერიოზული ჩაკეტვა გვქონდა, 2021 წელს კორონავირუსთან თანაარსებობის შესაძლებლობის პირობებში გახსნა ეკონომიკა და ამან მისცა ძალიან სერიოზული ზრდა, რაც, გარკვეული აზრით. მოსალოდნელიც იყო.

ლადო პაპავას შეფასებით, თუ ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობაზე ყოველთვის სათანადო დონეზე ისე ვერ ისახება, როგორც რიცხვებშია გამოსახული, იმის გამო ხდება, რომ ინფლაცია აჭარბებს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს.
„ბევრს სწორად არ აქვს აღქმული ეკონომიკური ზრდა. ზოგს ის ეკონომიკური კეთილდღეობის სინონიმი ჰგონია. ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკური კეთილდღეობა ორი განსხვავებული მაჩვენებელია – ეკონომიკური ზრდა არის, თუ რამდენად გაიზარდა ეკონომიკა, ეკონომიკური კეთილდღეობა კი არის ის, რამდენად გაუმჯობესდა ადამიანების ცხოვრება ეკონომიკური თვალსაზრისით. პრობლემა არ არის ეკონომიკურ ზრდაში. პირიქით, ეკონომიკური ზრდა პოზიტიურ სიგნალს იძლევა, პრობლემა არის ინფლაციაში“, – განაცხადა ლადო პაპავამ ასააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.

კომენტარები
იტვირთება...