ვლადიმერ კონსტანტინიდი: უცხო ქვეყნების ელჩების მობილიზაციას და პარლამენტის შენობაში მიყვანას არ გიდასტურებთ

პირველად მესმის, რომ ვინმემ უცხო ქვეყნის ელჩებს მობილიზაცია გაუკეთა და პარლამენტის შენობაში მიიყვანა,” – ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ვლადიმერ კონსტანტინიდი გუშინ, ინგა გრიგოლიას გადაცემა “რეაქციაში” შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

გუშინ, გიორგი გახარიამ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ის 20 ივნისს რამდენიმე ქვეყნის ელჩთან ერთად პარლამენტის შენობიდან აკვირდებოდა მოვლენებს.
კონსტანტინიდის განმარტებით, მსგავსი რამ საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით არ მომხდარა:

„ვერ დაგიდასტურებთ ამ ინფორმაციას. ასეთი რამ პირველად მესმის, რომ ვინმემ უცხო ქვეყნის ელჩებს მობილიზაცია გაუკეთა და პარლამენტის შენობაში მიიყვანა. ასეთი რამ ჩვენი უწყების ეგიდით არ ყოფილა. ამ ინფორმაციას არ გიდასტურებთ. ასეთი რამ არ ყოფილა”,- განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად