ვლადიმერ კეხმანი: ნინოს ვთხოვე და შევთანხმდით იმაზე, რომ იგი რუსი ბალერინაა

“ნინო ანანიაშვილი ერთი წლის წინ მახარ ვაზიევმა (მოსკოვის დიდი თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელმა) გამაცნო. შარშან თებერვალში თბილისში ჩვენ სპეციალურად ერთად ჩავფრინდით მის გასაცნობად. გავითვალისწინე რა ყველა რისკი, მე ნინოს ვთხოვე და შევთანხმდით იმაზე, რომ (ეს ჩემთვის პრინციპული მომენტია) იგი რუსი ბალერინაა. – განაცხადა ნოვოსიბირსკის თეატრის სამხატრო ხელმძღვანელმა ვლადიმერ კეხმანმა.

“მან დიდხანს იფიქრა. ბოლოს ჩვენ, ფაქტობრივად, მოვილაპარაკეთ და მან დოკუმენტებს ხელი მოაწერა. ნინო ანანიაშვილი შარშან დეკემბრის ბოლოს ნოვოსიბირსკში ჩამოფრინდა, დაათვალიერა თეატრი, რომელმაც მასზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა. შემდეგ იგი ჩემთან, სანკტ-პეტერბურგშიც ჩამოვიდა და ჩვენ, საბოლოოდ,ყოველი ნაბიჯი განვიხილეთ. მისი მხრიდან არცერთი უზუსტობა არ ყოფილა. სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენ მასთან ისეთი დოკუმენტი არ გაგვიფორმებია, რომლებსაც ჩვეულებრივ, ყველასთან ვაფორმებთ ხოლმე – შემოქმედებით ადამიანებთან, რომლებშიც ჩაწერილია, რომ ყოველნაირი პიარი და აქტიურობა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან, ან გენერალურ დირექტორთან უნდა შეთანხმდეს.

თუმცა მაინც მოხდა ის, რაც მოხდა – მხედველობაში მაქვს ინტერვიუ, რომელიც მან შობის წინ მისცა (ეს ნინოსაგან ერთგვარი საშობაო საჩუქარი აღმოჩნდა). ასეთი ნაბიჯი, პირველ რიგში, კოლექტივის უპატივცემულობაა.” – განაცხადა კეხმანმა.

წყარო: რუსთავი 2

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად