ვლადიმერ კახაძე: „ჩვენი გადარჩენა ვაქცინაციაშია“

„ჩვენი გადარჩენა ვაქცინაციაშია. გვაქვს ორი არჩევანი, ან ვაქცინაცია და კოვიდზე გამარჯვება, ან დაყოლა შინაგანი უნდობლობის ფაქტორზე. საკანნონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, მომზადებულია ყველა ნიადაგი და პლატფორმა, ახლა საჭიროა საზოგადოების აქტიურობა“.

ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ კახაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მოსახლეობას ამ პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა. ვლადიმერ კახაძემ საზოგადოებას ასევე, მოუწოდა დაწესებული შეზღუდვების დაცვისკენ მათ შორის, ისაუბრა პირბადის ტარების აუცილებლობაზე.

„დაფარულ სივრცეებში, კანონის საწინააღმდეგოდ, ვითარდება სარიტუალო და გასართობი თავყრილობები. გთხოვთ გაისიგრძეგანოთ დაწესებული შეზღუდვები. დედამიწას ჰყავს მტერი – კოვიდ ინფექცია. გავიდა წელიწადნახევარი და ჩვენი, ადამიანების მეოხებით, ჩვენივე ჩართულობით ეს კოვიდი წარმატებას აღწევს, რადგან ერთადერთი წყარო, რომელშიც მრავლდება უმოწყალოდ, იცვლის ფორმასა და შტამებს – ის ჩვენვე გადაგვაქვს. უკვე გვაქვს ინფიცირების ჯერადი მატება. დადებითობის მაჩვენებელი 3.66%-ზე ავიდა. 4%-იანი მაჩვენებელი უკვე არის კრიტიკული ზღვარი, რომელიც გვაიძულებს იმ ღონისძიებების მხარეს გადავიხაროთ, რომელიც არ მოგვწონს არც კანონმდებლებს, არც აღმასრულებლებს, არც ბიზნესს, არც განათლებას და არც არავის“, – განაცხადა ვლადიმერ კახაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...