ვლადიმერ ბორცვაძე: ტყუილია, რომ გიორგობიანმა გელაშვილი “შკოდათი” გააგზავნა იაკობ ბრეგვაძის წამოსაყვანად

ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

“ტყუილია, რომ ნინო გიორგობიანმა გელაშვილი შკოდას ფირმის ავტომობილით გააგზავნა იაკობ ბრეგვაძის წამოსაყვანად. ეს გამოძიებით დადასტურებულია და აქ კითხვის ნიშანი აღარ არსებობს. რაც შეეხება ნინო გიორგობიანის კომუნიკაციას ბრეგვაძესთან და მის ოჯახთან, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შემთხვევის დღე, როდესაც ეს ტრაგედია მოხდა, იმ დღეს და შემდეგ რამდენიმე დღის მანძილზე, ნინო გიორგობიანს ოჯახთან და იაკობ ბრეგვაძესთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია. იაკობ ბრეგვაძე ამ საქმეში არის დაზარალებული და მას მინიჭებული აქვს დაზარალებულის სტატუსი, ვინაიდან მის  მიმართ ძალადობრივი ქმედებების განხორციელებას ჰქონდა ადგილი.

ასევე ტყუილია, რომ თითქოს წაიშალა გარკვეული ჩანაწერები. ვინც იურისპრუდენციაში ერკვევა და იცის, რომ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში როგორ უნდა ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედება, რათა ნივთმტკიცება არ განადგურდეს, ეს არის სტანდარტული ვარაუდი, როდესაც საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელი ვარაუდობს, რომ არ ჩაატარებს საგამოძიებო მოქმედებას, შეიძლება ის ნივთიერი მტკიცებულება განადგურდეს. ეს ვარაუდია საქართველოს სს საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული. გამომძიებელმა ივარაუდა, რომ შესაძლებელია ეს მომხდარიყო, შეადგინა დოკუმენტი. ამოიღო ის ნივთები, რომელიც მიაჩნდა, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებისთვის მნიშვნელოვანი იყო”, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად