ვლადიმერ ბორცვაძე: მოლაპარაკებების შედეგად 2 მძევალი გათავისუფლებულია, მოლაპარაკებები ისევ მიმდინარეობს

მოლაპარაკებების შედეგად 2 მძევალი გათავისუფლებულია, მოლაპარაკებები ისევ მიმდინარეობს, – ამის შესახებ ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ განუცხადა.

ის მედიას მიმართავს, რომ შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორია პირდაპირ ეთერში არ აჩვენონ.

“როგორც ნახეთ მოლაპარაკებების შედეგად 2 მძევალი გათავისუფლებულია უსაფრთხოდ. მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. შსს და ყველა უწყება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მძევლები უსაფრთხოდა დავაბრუნოთ თავიან ოჯახებში. მოლაპარაკებების დეტალებზე მიზანმიმართულად არ ვისაუბრებ. ერთი თხოვნა მაქვს მედიის წარმომადგენლებთან, რომ შემთხვევის ადგილის პირდაპირ ეთერში გაშუქება არ მოახდინოთ. იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ხელს უშლის მოლაპარაკებების პროცესს და ზიანი, რომ თავიდან ავიცილოთ გთხოვთ თავი შეიკავოთ პირდაპირ ეთერში შემთხვევის ადგილის და მიმდებარე ტერიტორიის გაშუქებისგან”, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად