ვლადიმერ ახალკაცი და ლაშა ბექაური ოქროს მედლებისთვის იჭიდავებენ (ვიდეო)

მაროკოს ქალაქ მარაკეშში მიმდინარეობს ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში

ქალთა შორის 70 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების წევრმა მარიამ ჭანტურია უზბეკი, ვენესუელელი და მაროკოელი სპორტსმენების იპონით ძლევის შემდეგ ნახევარფინალური შეხვედრა იაპონელ მემი ასაშისთან წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის ფრანგ მორგანე ფეროლთან იჭიდავებს

81 კგ წონით კატეგორიაში ვლადიმერ ახალკაცმა ყაზახი, კანადელი და აზერბაიჯანელი ძიუდოისტების იპონით ძლევის შემდეგ ნახევარფინალური შეხვედრაში ბრაზილიელი ჟილერმე შმიტიც იპონით დაამარცხა და ფინალში რუს დავით კარაპეტიანთან იჭიდავებს ოქროს მედლისთვის

ტატო გრიგალაშვილმა იაპონელი დაისუკე ტაკეიში, ფრანგი გიგა აბუაშვილი, უზბეკი ჯალოლიდინ კურბონმუროდოვი დაამარცხა იპონით, ნახევარფინალში რუსი დავით კარაპეტიანთან ვაზარის გაქვითვის შემდეგ მორიგი ილეთის უშედეგოდ ჩატარებისას კი მსაჯებმა ჩათვალეს, რომ კარაპეტინმა აიღო ვაზარი. ტატო გრიგალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის აზერბაიჯანელ მურად ფატიევთან იჭიდავებს.

90 კგ წონით კატეგორიაში მიხეილ ბექაურმა მოულოდნელი მარცხი განიცადა პირველივე შეხვედრაში. მას პოლონელმა სებასტიან ოლდაკმა მოუგო იპონით. ამავე წონაში მოასპარეზე ლაშა ბექაური იპონებით გაცდა უზბეკი მუზაფარბეკ ტურობოიევს, არგენტინელი მარიანო კოტო ბერსიერს, კორეელი იუიოპ ჰანს და იაპონელი კოსუკე მაშაიამას და ფინალში გავიდა, სადაც ოქროს მედლისთვის უნგრელ როლანდ გოზთან იჭიდავებს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად