ვლადიკავკაზში ქართული ჰიმნი მაინც აჟღერდა! (ვიდეო)

ვლადიკავკაზში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირი “ალანები -2018” დასრულდა.

დღეს ოქროს მედლებისთვის გამართულ ათი ფინალური შეხვედრიდან შვიდში მასპინზლები უწევდნენ ერთმანეთს მეტოქეობას, , კიდევ ორში ისინ იყვნენ მომაწილეები და მხოლოდ ერთში ერთმანეთს ორი უცხოელი უპირისპირდებოდა ერთმანეთს.

61 კგ წონით კატეგორიაში მსაჯებმა “მცირედით” შეუშალეს ხელი ბექა ლომიძეს, რათა მას ოქროს მედალი არ მოეპოვებინა, ხოლო 74 კგ წონის ფინალურ შეხვედრაში ტიმურ ბიჩოევსა და ავთანდილ კენჭაძეს შორის ჯერ უფრო აქტიურ კენჭაძეს ორჯერ ჩაურთეს წამზომი, აშკარად პასიურ ბიჩოეევს კი მხოლოდ ერთხელ, შემდეგ კი ხალიჩიდან მეტოქის გაყვანისთვის კენჭაძისთვის მიცემული ქულა, რის შედეგადაც ანგარიში გათანაბრდა და ბოლო ქულის უპირატესობით კენჭაძე დაწინაურდა, გააუქმეს და გამარჯვება ბიჩოევს არგუნეს.

125 კგ წონითი კატეგორია ერთადერთი გამოდგა, სადაც ფინალში უცხოელები – ქართველი და ირანელი დაუპირისპრდნენ ერთმანეთს. გენო პეტრიაშვილის უპირატესობა მეტოქეზე ცხადზე ცხადი იყო და მან გაიმარჯვა კიდევაც ანგარიშით 10:1.

ბექა ლომიძის და ავთანდილ კენჭაძის გამარჯვების აღსანიშნავად საქართველოს ჰიმნის აჟღერებისთვის ხელის შეშლა მასპინძლებმა შეძლეს, გენო პეტრიაშვილის გამარჯვებას და მის საპატივცემულოდ საქართველოს ჰიმნის აჟღერებას კი მათ ვეღარ მოახერხეს.

ავტორი: რაულ კაპანაძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად