“ვიზალიბერალიზაცია იქნება დასტური მოსახლეობისთვის, რომ ევროპულ არჩევანს შედეგი მოაქვს”

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენთან ერთად გაკეთებულ განცხადებაში, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ხაზიგაუსვა ფედერიკა მოგერინის  პირველი ვიზიტის მნიშვნელობას და შეხვედრის შედეგები შეაჯამა.

„გვქონდა საკმაოდ ღია, მეგობრული და ამავდროულად, საქმიანი შეხვედრა. ვისაუბრეთ დღის წესრიგში არსებულყველა აქტუალურ საკითხზე. ჩვენი ძირითადი გზავნილია, რომ დღეს, ისე როგორც არასდროს, ევროკავშირისაქტიური ჩართულობა გადამწყვეტია საქართველოს, როგორც ევროპული, დემოკრატიული, სტაბილური სახელმწიფოს, წარმატებისათვის.

ქ-ნ მოგერინისგან მივიღეთ დასტური მზაობაზე, რომ მეტი ინტენსიურობით გაგრძელდება მუშაობა, რათა დასახული საერთო მიზნები რეალობად ვაქციოთ. ზუსტად ერთ კვირაში, 16 ნოემბერს, ქ.ბრიუსელში გაიმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეორე სხდომა, რომელიც გვაძლევსშესაძლებლობას უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე შევაჯამოთ არსებული პროგრესი და მოვამზადოთ საფუძველი ახალი მიღწევებისა და ინიციატივებისთვის,“–განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით,  საქართველოს მიზანია იყოს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რეგიონში წარმატების ნათელი მაგალითი.

„ამ თვალსაზრისით, ჩვენ მხარს ვუჭერთ ინიციატივის ფარგლებში დიფერენცირებული, უფრო ძლიერი და მტკიცეურთიერთობების განვითარებას ჩვენს სხვა პარტნიორებთან ერთად. ამის დასტურად, ჩვენ გამოვთქვით მზაობა 26ნოემბერს თბილისში ვუმასპინძლოთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგს, რაც ხელს შეუწყობს ინიციატივის, როგორც საერთო პოლიტიკური ჩარჩოს შემდგომ გაძლიერებას,“–განმარტა პრემიერმინისტრმა.

მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება საქართველოს მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტია. მისი თქმით, პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი დააჩქარებს  ქვეყნის ტრანსფორმაციისა და მოდერნიზაციისკენ მიმართულ ძირეულ რეფორმებს.

„ჩვენმა მთავრობამ მაქსიმალური ძალისხმევა გასწია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნის შესასრულებლად. იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოს ევროკომისიის ანგარიშში დადებითად იქნება შეფასებული საქართველოს მიღწევები, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებაზე ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველი გახდება. ეს გადაწყვეტილება იქნება ნათელი დასტური საქართველოს მოსახლეობისთვის, რომ ევროპულ არჩევანს კონკრეტული შედეგები მოაქვს,“–აღნიშნა ირაკლიღარიბაშვილმა.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი დღის ბოლოსევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრებთან ერთად   ეწვევა ე.წ. გამყოფ ხაზს, რაც მოგერინის განმარტებით,არის ევროკავშირის მხარდაჭერის გამოხატვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

„ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ხშირად გავაჟღეროთ ეს მხარდაჭერა. მოხარული ვარ, რომ დღეს პრემიერ–მინისტრისგან მოვისმინე ევროკავშირის  სამონიტორინგო მისიის მნიშვნელობის აღიარება  და ჩვენ გავაგრძელებთსასაკუთარი წვლილის შეტანას  სტაბილური გარემოს შექმნის თვალსაზრისით,“–განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.

ფედერიკა მოგერინის ვიზიტი პირველია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...