ვიცე-პოლკოვნიკ ნინო ჯიქიას ჯვრული ნაქარგები გამოფენაზე (ფოტორეპორტაჟი)

ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში ჯვრული ნაქარგების გამოფენა 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

თვითნასწავლ მქარგავებს საშულება ჰქონდათ, საკუთარი ნამუშევრები გამოეფინათ და დამთვალიერებლების შეფასება მოესმინათ.

ერთ-ერთი ვინც მონაწილეობა მიიღო გამოფენაში, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი, ვიცე-პოლკოვნიკი ნინო ჯიქიაა.

ვან გოგის, აივაზოვსკის, გუსტავ კლიმტის შექნილი ნახატებიდან ნინოს ფერადი შალის ძაფით ამოქარგული რამდენიმე ჯვრული ნაქარგი აქვს გამოფენილი.

როგორც ნინო „აიპრესთან“ ამბობს, ქარგვა სტუდენტობიდან დაიწყო და უკვე 20-ზე მეტი ნამუშევარი აქვს.

“ერთი ნაქარგის დასასრულებლად დაახლოებით 6-თვემდე მჭირდება. რადგან ჩემი სამსახურიდან გამომდინარე დრო არ მაქვს. მიყვარს ჯვრული ნაქარგები. უკვე 2-ზე მეტი მაქვს შექმნილი.

პირველად გამოვიტანე ჩემი ნამუშევრები გამოფენაზე და მოწონებაც დაიმსახურა. ეს ძალიან მახარებს”, – ამბობს ნინო „აიპრესთან“.

ცნობისთვის, გამოფენა დღეს დაიხურა.

სტატიის ავტორი მესხია ირმა
კომენტარები
იტვირთება...