ვითიბი ბანკმა იურიდიული პირებს და ინდ.მეწარმეებს ახალი შესაძლებლობის Visa Business ბარათი შესთავაზა

ვითიბი ბანკმა იურიდიულ პირებს სრულიად ახალი, მომენტალური, ბიზნეს ბარათი Visa Business შესთავაზა. რომლის ღირებულება 30 ლარია და აღება განაცხადის შევსებიდან რამდენიმე წუთშია შესაძლებელი.

ახალი ბიზნეს ბარათით შესაძლებელია როგორც კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული უნაღდო ანგარიშსწორება, ასევე თანხის განაღდება საქართველოში არსებულ ნებისმიერ ბანკომატში. ვითიბი ბანკისა და პარტნიორი ბანკის ბანკომატებში განაღდების ტარიფი 0.2%-ს შეადგენს. მომენტალური Visa Business უკვე განსაკუთრებით პოპულარული გახდა მცირე მეწარმეებისთვის.

ახალ ბარათთან ერთად ვითიბი ბანკმა, ასევე არსებულ უნივერსალურ Visa Business ბარათზე განახლებული ფუნქციონალი და განახევრებული ტარიფები წარმოადგინა. ბარათის ღირებულება , 150 ლარიდან 75 ლარამდე, ხოლო განაღდების ტარიფი 0.5%-დან 0.2% მდე შემცირდა. აღნიშნული ბარათის მეშვეობით რამდენიმე ძირითად ვალუტაში შესაძლებელია ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების მომსახურების მიღება შეუზღუდავად, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ბარათი ასევე გამოიყენება ორგანიზაციის წარმომადგენლობითი, სამივლინებო და სამეურნეო ხარჯების ასანაზღაურებლად.

ვითიბი ბანკი, ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 37 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე კლიენტს ემსახურება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად