ვითიბი ბანკის მხარდაჭერით ექსპოზიცია “მარადიული რომი” გაიხსნა

საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით და ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ გალერეაში, 11 დეკემბერს გაიხსნა ექსპოზიცია “მარადიული რომი. რომაული ქანდაკების შედევრები დინო და ერნესტა სანტარელის ფონდიდან”.

წარმოდგენილია 33 სკულპტურული ნამუშევარი, რომელიც შესანიშნავად წარმოაჩენს ქანდაკების მხატვრული თუ სტილისტური განვითარების ეტაპებს რომის რესპუბლიკის ხანიდან ნეოკლასიციზმის ეპოქამდე.

უკვე ორი წელია, იტალიის საელჩო ახორციელებს საქართველოში პროგრამას “Vivere ALL’italiana”, რომლის ფარგლებშიც უკვე გაიმართა ბოტიჩელის, ლეონარდო და ვინჩის, მიქელანჯელოს, ტიციანის და სხვა გენიალური მხატვრების გამოფენები და ვითიბი ბანკის ამ ინიციატივის ფინანსური მხარდამჭერია.

ექსპოზიცია “მარადიული რომი. რომაული ქანდაკების შედევრები დინო და ერნესტა სანტარელის ფონდიდან” 2020 წლის 29 თებერვლამდე გასტანს.

ვითიბი ბანკი, ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 37 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე კლიენტს ემსახურება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად