ვითიბი ბანკის აქტივებმა 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა

2020 წლის 10 თვის შედეგებით, ვითიბი ბანკის აქტივებმა 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა, შესაბამისად წლის დასაწყისიდან ბანკის აქტივების ზრდამ 22.6% შეადგინა. 

მიმდინარე წლის განმავლობაში მთლიანი საკრედიტო პორტფელი 18.8%-ით გაიზარდა, ხოლო დეპოზიტების ზრდამ 28.5% შეადგინა. ბანკის საოპერაციო მოგება 31  მილიონი ლარით განისაზღვრა რაც 47.4%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და ამ პარამეტრით ვითიბი ბაზრის ლიდერთა სამეულშია.

აქტივების მიხედვით ვითიბი ბანკი ბაზარზე მე – 4 ადგილზეა, ასევე საკრედიტო და სადეპოზიტო პორტფელის მოცულობებით უმსხვილესი ბანკების ოთხეულშია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად