A1 ბანერი

ვითიბი ბანკი, კლიენტებს სთავაზობს აქციას იპოთეკურ სესხზე ლარში

ვითიბი ბანკი, უძრავი ქონების შეძენის, აშენების, გარემონტების ან არსებული იპოთეკური სესხის გადაფარვის მსურველებს, სთავაზობს აქციას იპოთეკურ სესხზე ლარში. აქციის ფარგლებში შესაძლებელია სესხის აღება გამარტივებული პირობებით. საპროცენტი განაკვეთი 9.55%-დან (ეფექტური 10.55%-დან). ამის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას ვითიბი ბანკი ავრცელებს.

დეტალური ინფორმაციის მიღება და განაცხადის შევსება შესაძლებელია ვითიბის ნებისმიერ ფილიალში ან ონლაინ, ბანკის ვებ გვერდზე.

ვითიბი ბანკი, ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 37 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე კლიენტს ემსახურება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...