ვითარება არის სერიოზულად მძიმე, არ დატოვოთ საცხოვრებელი ადგილი! შედით დაცულ ოთახში – ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს სოციალურ ქსელში მოქალაქეებს აფრთხილებს და სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

“განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ შემდეგ ქალაქებში მცხოვრებ მოქალაქეებს: აშკელონი, რიშონ ლეციონი, აშდოდი, ხოლონი, ბათ იამი, თელ ავივი, ჰერცელია, რამათ განი, გივატაიმი, ბნეიბრაკი, (სრულად ქვეყნის ცენტრის) ბეერშევა ნეტივოტი, ნეთანია. გავრცელებული მუქარის თანახმად, თავდასხმები ინტენსიურად ამ ქალაქებზე განხორციელდება. არ დატოვოთ საცხოვრებელი ადგილი ! შედით დაცულ ოთახში. თუ ასეთი არ არსებობს – კიბის შიდა უჯრედში ან თავშესაფარში.
შეინარჩუნეთ სიმშვიდე.
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გაფრთხილების და მოწოდების მიუხედავად, ჩვენი მოქალაქეების ნაწილი მაინც არ იკავებს თავს გარე პერიმეტრზე გასვლისგან!
‼️დაბეჯითებით გაფრთხილებთ‼️
და არაპროგნოზირებადი‼️მოგიწოდებთ, დაიცვათ უსაფრთხოების ზომები‼️” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის,  ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი უმკაცრესად უპასუხებს ღაზის სექტორიდან განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს. ის მოძრაობა „ჰამასს“ „წითელი ხაზის გადაკვეთაში“ ადანაშაულებს.

როგორც ისრაელის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 150-მდე რაკეტა გაუშვეს. ადგილობრივი მედიასაშუალებების ცნობით, ამის საპასუხოდ, ისრაელმა „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...