ვისოლმა” გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე გორის დასვენებისა და მომსახურების კომპლექსზე ელექტრომობილების სწრაფდამტენი სადგურის გახსნით აღნიშნა

“ვისოლმა” გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე მდებარე დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის ტერიტორიაზე ელექტრომობილების სწრაფდამტენი სადგურის გახსნით აღნიშნა და ეკო-მეგობრული ტრანსპორტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად აქცია.

ზაფხულის დასასრულამდე “ვისოლი” ელექტრომობილების სწრაფდამტენ კიდევ ერთ ავტოგასამართ სადგურს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე განთავსებულ დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის ტერიტორიაზე გახსნის და მომავალში მსგავსი ავტოგასამართი სადგურების ქსელს კიდევ უფრო გააფართოებს. გარემოს დაცვის დღეს სწრაფდამტენი სადგური მომხმარებელს უფასოდ მოემსახურება.

“ვისოლის” კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა გარემოზე ზრუნვა, შესაბამისად ის, რომ გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს “ვისოლის” ავტოგასამართი სადგურების ქსელს ელექტრომობილების სწრაფდამტენი სადგურიც შეემატა, ჩვენი სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, ელექტრომობილი ეკო-მეგობრული ტრანსპორტია, მას არავითარი გამონაბოლქვი და ემისია არ აქვს, უხმაუროდ მოძრაობს და სრულად ესადაგება ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დევიზს.

“ჩვენ ვქმნით უკეთეს მომავალს” და მივესალმებით მსოფლიო ტენდენციებს, რომლებსაც საქართველომაც აუბა მხარი და გპირდებით, რომ საქართველოს ბაზარზე მოთხოვნის შესაბამისად, ელექტრომობილების მძღოლებს მოძრაობის სრულ კომფორტს შევუქმნით, რადგან სწრაფდამტენი სადგური, მაქსიმუმ, 20-30 წუთში უზრუნველყოფს ავტომობილის სრულ გამართვას”, – აცხადებს “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

“ვისოლი“ ელექტრომობილების დამტენების ქსელს კომპანია „ი-სპეისთან“ თანამშრომლობით ავითარებს. “ი-სპეისი” პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში ელექტრომობილების პოპულარიზაციას. “ვისოლმა” ელექტრომანქანის დამტენი პირველი სადგური თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კმ-ზე არსებულ ავტოგასამართ სადგურზე გახსნა.

“ვისოლს” საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში. უახლესი ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის საწვავითა და მაღალტექნოლოგიური სერვისპროდუქტების შეთავაზებით “ვისოლი” საცალო ბაზრის ლიდერია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...