ვისკონსინის შტატში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

ამერიკის შტატ ვისკონსინში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენელი,-ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო The Associated Press პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

სააგენტოს ინფორმაციით, სროლა ქალაქ უესტონში ერთ-ერთ ბანკთან მოხდა. თავდასხმაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დაკავებულია. ადგილობრივ იურიდიულ ფირმასა და საცხოვრებელი კომპლექსში თავდასხმის რამდენიმე შემთხვევა მოხდა. პოლიციის ცნობით,  ყველა შემთხვევაში თავდასხმებს შორის მცირე ინტერვალი იყო. თავდასხმის მოტივი და სხვა დეტალები უცნობია.

2016 წლის დეკემბერში ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ბალტიმორში,  უცნობმა პირმა მაღაზიაში მყოფ პირებს ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად