ვისკონსინის შტატში მომხდარი სროლის შედეგად მინიმუმ შვიდი ადამიანი დაშავდა

მინიმუმ შვიდი ადამიანი დაშავდა აშშ-ში, ვისკონსინის შტატში, ქალაქ მილუოკიში მომხდარი სროლის შედეგად. ამის შესახებ Associated Press (AP) იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მანქანაში მყოფმა უცნობმა პირმა ცეცხლი გაუხსნა დაკრძალვის მსვლელობის მონაწილეებს, რომელთა რიცხვი 100-მდე ადამიანი იყო. ისინი შეიკრიბნენ სამგლოვიარო სახლის გარეთ, სადაც უნდა წასულიყვნენ 26 წლის ბრეკსტონ ტეილორთან გამოსამშვიდობებლად, რომელიც სექტემბრის შუა რიცხვებში სროლების შედეგად გარდაიცვალა. AP აღნიშნავს, რომ დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პოლიცია ეძებს მსროლელს. ჯერ არ არის დადგენილი, უკავშირდება თუ არა ბოლო ინციდენტი ტეილორის გარდაცვალების მიზეზს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად