ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვისკონსინის შტატში ორძრავიანი, მსუბუქი თვითმფრინავის Cessna 421-ის ავიაკატასტროფის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო Associated Press ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, შემთხვევა 2 ივლისს, ადგილობრივი დროით 03:21 საათზე ქალაქ ფილიპსთან მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ბავშვები არ არიან. მსხვერპლთა ვინაობა არ ხმაურდება.
ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მოხდა, რის შემდეგაც თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა.