ვისკონსინის სავაჭრო ცენტრში უცნობი პირის მიერ ატეხილი სროლისას რვა კაცი დაიჭრა (ვიდეო)

ოფიციალურ პირთა განცხადებით, მილუოკის გარეუბანში მდებარე სავაჭრო ცენტრში პარასკევს ატეხილი სროლისას რვა კაცი დაიჭრა.

ვაუვატოსის სავაჭრო ცენტრში ატეხილი სროლის დროს რვა კაცი დაიჭრა. დაჭრილთა შორის ერთი მოზარდია, ტრავმების სიმძიმე უცნობა. საავადმყოფოში გადაყვანის დროს ყველა ცოცხალი იყო, პირი, რომელმაც სროლა ატეხა, ჯერ არაა დაკავებული, – აცხადებს პოლიციის უფროსი ბარი ვებერი
 
მოწმეების ჩვენებიდან ირკვევა, რომ სროლა 20-30 წლის თეთრკანიანმა მამაკაცმა ატეხა. პოლიციის სავაჭრო ცენტრში მისვლის დროს ის უკვე მიმალული იყო.
 
ვაუვატოსის სავაჭრო ცენტრი მთელი მსოფლიოსთვის ცნობილი მიმდინარე წლის 2 თებერვალს გახდა. მაშინ პოლიციელმა ჯოზეფ მენსამ 17 წლის შავკანიანი მოზარდი ელვინ კოული მოკლა დაკავებისასა ცეცხლსასრიოლი იარაღით. ინტერნეტით ვიდეო გავრცელების შემდეგ მასიური საპროტესტო აქციები დაიწყო.
 
ოქტომბრის დასაწყისში მილუოკის საოლქო პროკურორმა განაცხადა, რომ ჯოზეფ მენსას არ მისცემდნენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში, რადგან კოული პოლიციელს პისტოლეტით ემუქრებოდა და მან თავი დაიცვა. სასამართლომ მენსა პოლიციიდან დაითხოვა, პატიმრობა კი არ მიუსაჯა. გადაწყვეტილება დახლოებით 50000-მა კაცმა გააპროტესტა და პოლიციამ მათ წინააღმდეგ ძალა გამოიყენა. დემონსტრანტთა ნაწილი, მათ შორის კოულის დედა და დები დააკავეს. გასაპროტესტებლად ქუჩაში 48 000 ადამიანი გამოვიდა. დემონსტრაცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა და აქციის მონაწილეთა ნაწილი, მათ შორის ელვინ კოულის დედა და დები დააკავა. დაკავებულები გირაოთი მას შემდეგ გაანთავისუფლეს, რაც მათ ნაცვლად გირაოს თანხა ჰიპ-ჰოპ არტისტმა ჯეი-ზიმ გადაიხადა.
 
მიმდინარე კვირას ცნობილი გახდა, რომ ქალაქის ხელისუფლება დათანხმდა ჯოზეფ მენსას პოლიციიდან დათხოვნას და მას კომპენსაციის სახით 130000 დოლარს გადაუხდიან.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად