PayPal-ის შემდეგ, Facebook-ის პროექტიდან, რომელიც საკუთარი კრიპტოვალუტის – Libra Association-ის შექმნას გულისხმობს, Visa, MasterCard, Stripe და EBay-ც გამოვიდნენ.
Libra-ს თანადამფუძნებელმა დევიდ მარკუსმა მადლობა გადაუხადა Visa და MasterCard-ს იმისათვის, რომ ისინი პროექტთან ერთად ბოლო მომენტამდე იყვნენ.
„ზეწოლა დიდი იყო და პატის ვცემ მათ გადაწყვეტილებას. მათ დალოდება გადაწყვიტეს მანამ, სანამ ნათელი არ მოეფინება რაღაც საკითხებს Libra-სთან დაკავშირებით“, – წერს Twitter-ზე დევიდ მარკუსი.
მისი თქმით, კრიპტოვალუტის მომავლის შესახებ საუბარი ჯერ ადრეა.
„რა თქმა უნდა, მოკლევადიანი პერსპექტივისთვის ეს კარგი სიახლე არ არის, თუმცა რაღაც გაგებით შვების მომგვრელია“, – წერს მარკუსი.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Visa, Mastercard და სხვა პარტნიორები განიხილავენ თავიანთი მონაწილეობის საკითხს Libra-ს შექმნის პროექტში, The Wall Street Journal-მა თვის დასაწყისში გაავრცელა. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ Libra Association-ი დატოვა PayPal-მა. Bloomberg-ის ცნობით, ეს აღნიშნული გადაწყვეტილება გამოიწვია იმან, რომ ამერიკული რეგულატორების საკითხები შესაძლოა ნეგატიურად აისახოს პროექტის განვითარებაზე.
Libra – ეს არის კრიპტოვალუტა, რომლის ჩაშვებასაც Facebook-ი 200 წლის პირველ ნახევარში აპირებს. ციფრული საფულის ინტეგრირებას კომპანია WhatsApp-სა და Facebook Messenger-ში გეგმავს.
აღნიშნული პროექტი გააკრიტიკა G7-მა და აშშ-ის სენატმა. მათი მოსაზრებით, კერძო კომპანიებს არ შეიძლება მიენიჭოთ იგივე უფლებები, რაც აქვს ხელისუფლებას. ამერიკელმა კანონმდებლებმა კი პროექტს სიგიჟე უწოდეს.