“ვის აქვს ოქრო?” – ვენაში 79 წლის პენსიონერს 43 წლის რუმინელმა 20 კგ ოქრო მოპარა

გუშინ, ვენაში, 43 წლის რუმინელს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს 79 წლის პენსიონერის სახლიდან 20 კგ ოქროს ქურდობის გამო.

პენსიონერის მიერ სახლში ოქროს შენახვის შესახებ რუმინელმა პენსიონერის მეგობარი ვენელი ადვოკატისგან შეიტყო. ადვოკატი და 79 წლის პენსიონერი ერთმანეთთან ოპერის სიყვარულმა დააკავშირა. მათ ერთმანეთიდრეზდენის ზემპერის ოპერაში სპექტაკლზე დასწრების შემდეგ, ავტობუსში, ვენისკენ მიმავალ გზაზე, გაიცნეს და შემდეგ დამეგობრდნენ კიდეც. პენსიონერი გაენდო ადვოკატს, რომ მას შავი დღისთვის 20 კგ ოქროს ზოდები ჰქონდა სახლში გადანახული.

ადვოკატმა რუმინელთან ერთად, რომელიც მან პიცერიაში გაიცნო, პენსიონერის გაქურდვა დაგეგმა. მან ქალი ვახშმად დაპატიჟა და რუმინელს, კიდევ ერთ თანამემამულესთან ერთად, პენსიონერის სახლში შეღწევაში და იქედან 700 000 ევროს ღირებულების ოქროს ქურდობაში შეუწყო ხელი.

გაქურდვისთანავე რუმინელებმა ქვეყანა დატოვეს, ხოლო ადვოკატი მალევე დაიჭირეს და 2018 წლის ოქტომბერში მას 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა, მისი ადვოკატის თქმით, ის ამჟამად დედასთან ერთად ცხოვრობს შტირიის მხარეში და ადვოკატობის უფლებაჩამორთმეული და კოჭზე შებმული ელექტრონული სამაჯურით დადის იქედან სამსახურში. ის მისი ნაცნობი რუმინელის სასამართლო პროცესზე მოწმედ უნდა გამოსულიყო, მაგრამ არ გამოცხადდა და მოსამართლემ მისი ადრე მიცემული ჩვენებით იხელმძღვანელა.

ადვოკატის ნაცნობი 43 წლის რუმინელი ბელგრადში დააკავეს და მაისში გადასცეს ავსტრიის პოლიციას. მან თავისი თანამზრახველი რუმინელის შიშით, რომელიც ჯერ ისევ თავისუფალია, არანაირი დამატებითი ინფორმაცია არ მიაწოდა სამართალდამცავებს, მხოლოდ წუხდა მომხდარს და სასამართლოზეც მისთვის არანაირი კითხვები არ დაუსვამთ.

რუმინელის ადვოკატი განაჩენის გასაჩივრებას არ აპირებს, პროკურორს კი ჯერ არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული.

პროცესი ასე წარმართვა მოულოდნელი აღმოჩნდა 79 წლის პენსიონერისთვის, რომელმაც ბოლოს მოახერხა და დასვა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა: ” სად არის ოქრო? ვის აქვს ოქრო?” მისი კითხვა ყველასგან უპასუხოდ დარჩა.

ჟურნალისტებთან საუბარში გაწბილებულმა პენსიონერმა განაცხადა, რომ არ ელოდა ასეთ საქციელს. მას ჩემ მეგობრად მოჰქონდა თავი და მე მას გავანდე, რომ იმ შემთხვევაში, თუ აუცილებლობა წარმოიშობოდა, მე მქონდა გადანახული ოქროს ზოდები და შემეძლო სახლში ჩემი მოვლის ხარჯების დაფინანსება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად