ვირტუალური ქურდობის გამო, იაპონიის კრიპტოვალუტის ბირჟამ 60 მილიონი აშშ დოლარი დაკარგა

კრიპტოვალუტის გაცვლის ონლაინ ბირჟამ Tech Bureau Corp. განაცხადა, რომ კანონდამრღვევის მიერ პლატფორმაზე შეჭრის შედეგად, სერვისიდან მოპარულია სამი ტიპის ვირტუალური ვალუტა, მათ შორის ბიტკოინი, რომლის ღირებულებაც 60 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება. შესაბამისს განცხადებას Tech Bureau Kyodo ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სერვისის პლატფორმა გასულ პარასკევს, 14 სექტემბერს გატეხეს. კანონდამრღვევების თავდასხმა მასზე დაახლოებით 2 საათს გრძელდებოდა.

Tech Bureau-ს თანამშრომლებმა კი სისტემური ანომალია მხოლოდ 17 სექტემბერს შენიშნეს. მომდევნო დღეს კი კომპანიაში უკვე დაადგინეს, თუ რამდენი კრიპტოვალუტა იყო მოპარული.

ამის შემდეგ, კომპანიან დაუყოვნებლივ შეწყვიტა ყველა ოპერაცია. მოპარული სერვისის დიდი ნაწილი (40 მილიონი აშშ დოლარი) ინახებოდა, როგორც კლიენტების დეპოზიტები კომპანიის პლატფორმაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად