Virgin Atlantic-ის თვითმფრინავმა, სალონში გაჩენილი ხანძრის გამო საგანგებო დაშვება განახორციელა

ავიაკომპანია Virgin Atlantic-ის თვითმფრინავმა, რომელიც ნიუ-იორკიდან ლონდონში მიფრინავდა, ბოსტონის აეროპორტში, ბორტზე გაჩენილი ცეცხლის გამო საგანგებო დაშვება განახორციელა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თვითმფრინავის სალონში ცეცხლი გაუჩნდა მგზავრის სავარძელს. ცეცხლის ლიკვიდაცია ეკიპაჟმა მოახერხა, თუმცა კაპიტანმა, ყოველი შემთხვევისთვის, თვითმფრინავის დასმა გადაწყვიტა.

მასაჩუსეტსის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბორტზე ცეცხლის გაჩენის მიზეზი შესაძლოა მობილური ტელეფონებისთვის განკუთვნილი გარე აკუმულატორი ყოფილიყო, რომელიც თვითმფრინავის სავარძლების შორის არის დამონტაჟებული. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავიაკომპანიამ დაადასტურა ინციდენტი და განაცხადა, რომ თვითმფრინავმა საგანგებო დაშვება სალონი არსებული კვამლის გამო განახორციელა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...