ვიქტორ ორბანი უნგრეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევების შესახებ აცხადებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ამის შესახებ, პორტალ HVG-ს ცნობით, თავის ფეისბუქ-გვერდზე წერს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირება ორი უცხოელ სტუდენტს  დაუდასტურდა. ორივე მათგანი გადაყვანილია სამკურნალო დაწესებულებაში.

წმინდა ლადისლავის  საავადმყოფოს მთავარი ინფექციონისტი ანოშ სლავიკი ამბობს, რომ ორივე ირანელი იზოლირებულია. მათ სუსტი სიმპტომები აქვს. პირები, რომლებიც მათთან კონტაქტში იყვნენ, ამჟამად შემოწმებას გადიან.

უნგრეთი ევროპის 37-ე  და მსოფლიოს 82 ქვეყანა გახდა, სადაც კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა. დღესვე ევროპის კიდევ ერთ ტერიტორიაზე, შოტლანდიას და ისლანდიას შორის მდებარე დანიის კუთვნილ ფარერის კუნძულებზე დაფიქსირდა კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა

მოამზადა რაულ კაპანაძემ

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად