ვიქტორ ორბანი: არალეგალური იმიგრანტები ბიოლოგიურ საფრთხეს წარმოადგენენ (ვიდეო)

ასეთი განცხადება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა გუშინ, 7 ივლისს, “კოშუტ რადიოსთან” ინტერვიუს დროს გააკეთა

ყველა იმიგრანტი, რომელსაც სურს უნგრეთში არალეგალურად შემოსვლა და კონტროლისგან თავის არიდება, წარმოადგენს ბიოლოგიურ საფრთხეს, იმ საფრთხეს უნგრეთის ჯანმრთელობისთვის, რომელიც ნებისმიერ ფასად უნდა ავიცილოთ თავიდან.

“ადამიანის უფლებათა დამცველები, რომლებსაც მე ჩვეულებრივ ლიბერელებს ვუწოდებ, ჩემ ამ განცხადებას ძალიან მკაცრად ჩათვლიან, მაგრამ ვთვლი, რომ უნგრელებმა თავდაცვის ლოგიკით უნდა ვიაზროვნოთ“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა.

„მიგრაციის და დაავადების ერთმანეთთან დაკავშირება ისე წარმოაჩენს ვითარებას, თითქოს ყველა მიგრანტი – ეს ბიოლოგიური ბომბია, რომელიც ჩვენ დაგვასნებოვნებს. ეს ასე არაა, მხოლოდ ზოგიერთი მათგანია ასეთი, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ არ ვიცით რომელი კონკრეტულად“, – განაცხდა ორბანმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მან დაავალა შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ საზღვრის დაცვის პოლიციამ კვლავინდებური შემართებით აღკვეთოს საზღვრის დარღვევის ყოველი მცდელობა, რადგან ეს საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას.

ორბანმა აღნიშნა, რომ მისი ყოველი დილა იწყება რიცხვების ანალიზით. თავაპირველად ის უყურებს რამდენი კაცი გარდაიცვალა და დაინფიცირდა კორორონავირუსით და შემდეგ ეცნობა მონაცემებს უმუშევართა რაოდენობის შესახებ.

„იანვართა შედარებით 30-35 ათასით ნაკლები კაცია დასაქმებული, მაგრამ კორონაკრიზისიდან გამომდინარე ეს არცთუ ძალიან ცუდი მაჩვენებელია. არის იმედი, რომ წლის ბოლომდე ეს განსხვავება გაქრება, მაგრამ, ცხადია, მე მახსოვს, 2010 წელს არჩევნებში ჩემი გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მილიონი სამუშაო ადგილის შესახებ დაპირება რომ იყო და ამჟამად მხოლოდ 800 ათასი სამუშაო ადგილია შექმნილი“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა და იქვე აღნიშნა, რომ ეს მსოფლიო რეკორდია.

ორბანმა მოუწოდა მოსახლეობას გაითვალისწინონ, რომ ინფიცირების შემთხვევების მატების გამო ესპანეთის მწვანე რეიტინგი ყვითლითა შეცვლილი და არც სხვა ქვეყნებს შორისაა ისეთი ბევრი, სადაც მოგზაურობა უსაფრთხოა. მან სამოგზაუროდ რეკომენდაცია სლოვაკეთს, სლოვენიას, ავსტრიას და ხორვატიას გაუწია.

9,7 მილიონიანი უნგრეთი 4653 კოვიდინფიცირებულით მსოფლიოში 104-ე, კორონავირუსით გარდაცვლილებით (602) კი 54-ე ადგილზეა. უნგრეთში კორონავირუსით სიკვდილიანობით უნგრეთი ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით (12,9%) გამოირჩევა.

უნგრეთში და უნგრეთიდან ევროკავშირის ქვეყნებში არალეგარულად შეღწევის მსურველები ხშირად სარგებლობენ სერბეთს და უნგრეთს შორის დიდი სასაზღვრო ზოლის არსებობით და პრობლემებს უქმნიან უნგრეთის სასაზღვრო პოლიციას. ერთ-ერთი ასეთი მცდელობა ორბანის ინტერვიუმდე ორი დღით ადრე, სერბეთ-უნგრეთის სასაზღვრო სოფელ რიოჟკესთან ჰქონდა ლტოლვილთა დაახლოებით ასკაციან ჯგუფს. ლტოლვილები ღამით, ერთდროულად, რამდენიმე ადგილზე შეეცადნენ საზღვარზე გადასვლას. ისინი არ შეეპუენ პოლიციელეთა გამოჩენას, ქვების სროლით და გინებით შეხვდნენ მათ და დაახლოებით 30-მა მათგანმა ღობეზე გასავლაც მოახერხა, თუმცა, საბოლოოდ, პოლიციამ შეძლო და დაბლოკა საზღვრის დამრღვევები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად