ვიქტორ ჯაფარიძე “ტვ პირველს”: თუ ვინმეს გული გატკინეთ, გთხოვთ მომიტევოთ

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ გადაცემა “რეაქციაში” სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.

“მეც უხერხულად ვიგრძენი თავი, ამიტომაც ვარ მე დღეს თქვენთან ჩართვაზე. თუ ვინმეს გული ვატკინე, მომიტევეთ. მე არა მგონია, რომ რამე დამეზიანებინა, მაგრამ თუ რამე დავაზიანე, არც მაგაზეა პრობლემა, იმასაც ავანაზღაურებ. შესანიშნავად მესმის, მედიის როლი. მადლობას მოგახსენებთ, რომ მომეცით საშუალება თქვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც ამეხსნა, ის რაც ვთქვი”, – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ, საკანონმდებლო ორგანოში, ტელეკომპანია ”პირველის” კამერა დააზიანა. ტვ “პირველის” ჟურნალისტი რუსუდან ჯაბანიშვილი, დეპუტატს ეკითხებოდა, რატომ გააცდინა გუშინ პლენარული სხდომა, სადაც 2019 წლის ბიუჯეტი უნდა დაემტკიცებინათ და იცოდნენ თუ არა ამის შესახებ კოლეგებმა. სავარაუდოდ დეპუტატი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიაზიანა და ტვ “პირველის” კუთვნილი კამერას ხელით შეეხო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად