ვიქტორ ჯაფარიძე: ყოველთვის ვიყავი წინააღმდეგი მაჟორიტარული წესით არჩევნების გაუქმების

“მე ვრჩები ჩემს აზრზე. ყოველთვის ვიყავი წინააღმდეგი მაჟორიტარული წესით არჩევნების გაუქმებისა და დღესაც ვარ ჩემს აზრზე”. – ამის შესახებ პარლამენტის მესტიის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, ხვალისთვის დაგეგმილი შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა, სადაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ე.წ. გერმანული მოდელის საკითხზე უნდა იმსჯელონ.

ხვალ, დღის პირველ ნახევარში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრაა დაგეგმილი. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსი დაესწრება და განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელი იქნება.

ვიქტორ ჯაფარიძე ერთ-ერთი დეპუტატია იმ 37-დან, რომელმაც მხარი არ დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს ქვეყანაში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად