ვიქტორ ჯაფარიძე: მიხეილ სააკაშვილი გადაპრანჭულად შიმშილობს… იცით ვინ შიმშილობს? ელენე ხოშტარია!

მე-10 მოწვევის პარლამენტის “ოცნების” დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის თქმით, მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ძალიან ბევრი დანაშაული მიუძღვის ქართველი ერის წინაშე.

დეპუტატი “მთავარ არხთან” ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს ციხის საავადმყოფოში ყველა სსაჭირო სამედიცინო დახმარება აქვს და მოუწოდებს ექსპრეზიდენტს შიმშილობა შეწყვიტოს.

“კონკრეტულად რა მანიპულაცია სჭირდება და რას ვერ უკეთებენ, არ დაუკონკრეტებიათ. რამე სჭირდება და არ უკეთებენ?! დაიწყოს მერე ჭამა, ხომ უნდა, დაიწყოს ჭამა, აბა რა არის. ყველა პატიმარმა რომ ესე მოითხოვოს, შიმშილი დაიწყოს, რომ გადამიყვანეთ თორე ესე გავაკეთებ რა?! არაჩვეულებრივი პატიმარია თუ რა? საქართველოს მესამე პრეზიდენტი მერე რა რომ არის, საქართველოს მესამე პრეზიდენტია, რომელსაც უამრავი დანაშაული მიუძღვის ჩვენი ერის წინაშე, ძალიან ბევრი დანაშაული.

არ ვეთქნხმები სახალხო დამცველის გავრცელებულ დასკვნას, იმიტომ რომ ძალიან ბევრ საკითხზე არ ამოუღია ხმა. – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, მიხეილ სააკაშვილი 49 დღეა შიმშილობს, ფაქტობიტვად კლავენ…

“ოცნების” დეპუტატმა ასე უპასუხა: … იცით ვინ შიმშილობს? ელენე ხოშტარია შიმშილობს”

ჟურნალისტის კითხვაზე, მიხეილ სააკაშვილიარ შიმშილობს? ნუ ახლა, ათასნაირი გადაპრანჭული შიმშმილობა. კარგით რა?

 

პ.ს. მოძრაობა “დროას” ლიდერე ელენე ხოშტარია საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნოთ მე-12 დღეა შიმშილობს.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მსაჯავრდებულ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადა: “კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სასჯელის აღსრულების დროს და ციხეში მყოფი, ექსპრეზიდენტი არ არის და ვერ იქნება რიგითი პატიმარი. იგი განსაკუთრებული პატიმარია, რამეთუ ყველა – ჩვენი საზოგადოება, ისევე როგორც , საერთაშორისო თანამეგობრობა, აკვირდება მის მდგომარეობას და მოითხოვს უმაღლესი სტანდარტების შესრულებას. ჩვენი ქვეყნის სახე იმაში გამოიხატება, თუ როგორ მოვეპყრობით მას, და თუ როგორ იქნება დაცული მისი ღირსება, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება”.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს და რუსთავის №12 ციხეში შეასახლეს.  მსჯავრდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკვე 48 დღეა შიმშილობს.

8 ნოემბერს მსჯავრდებული სააკაშვილი სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა №18 გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანა. რასაც ოპოზიციის და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების პროტესტი მოჰყვა.  ისინი ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

სახელმწიფო ინპექტორის სამსახურმა  გაავრცელა ინფორმაცია, რომელის მიხედვით “სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსული შეტყობინების, ასევე, სოციალურ ქსელში და მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში, 2021 წლის 09 ნოემბერს დაიწყო გამოძიება, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მ. სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.”

 

 

კომენტარები
იტვირთება...